უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს.
ევროკავშირმა ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი შეწყვიტა, რომელიც16 წელზე მეტს გრძელდებოდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეხვედრა „მნიშვნელოვანი, არსებითი“ იყო.
“უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, რის გამოც შავ ზღვაზე ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. კიევმა ანკარას ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომ მარცვლეულის დერეფანი რუსეთის გარეშე გახსნას.
