მედვედევი მსოფლიოს იოანე მოციქულის, ლენინის და ხრუშჩოვის ციტატებით აფრთხილებს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ უკრაინამ დასავლეთს მართლაც შეუთანხმა ყირიმზე დარტყმები, ეს რუსეთს აძლევს საშუალებას იმოქმედოს jus ad bellum-ის(ომის უფლება) ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.
მედვედევის მიერ ტელეგრამზე დღეს, 29 აგვისტოს გამოქვეყნებული ეს პოსტი მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით 28 აგვისტოს გავრცელებულ ცნობებს, რომ პარტნიორი სახელმწფოები მხარს უჭერენ ყირიმზე უკრაინის შეტევას.
„აპოკალიფსის წინასწარმეტყველება სულ უფრო ახლოსაა“, - წერს მედვედევი და მოჰყავს 3 ციტატა. ახალი აღთქმიდან იოანე მოციქულის გამოცხადების მეცხრე თავიდან: „იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი და ვერ ჰპოვებენ, ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ". ლენინის ციტატა: „ჩვენ ვახსოვართ, სანამ სხვას ხელს ვუშლით“ და ნიკიტა ხრუშჩოვის ციტატა: „მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენ მხარესაა. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“.
ბოლო ხანს, უკრაინის თავდაცვის ძალები სულ უფრო ხშირად უტევენ რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს. 26 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ რეალიისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმს გაათავისუფლებენ კომბინირებული გზით, რაც ბევრ ვარიანტს მოიცავს, მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელი იქნება.
სიახლეები
- "დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში" - პრემიერი
- ქათმის მკერდი სოკოთი
- "არ ველოდი, რომ პუტინი თურქეთში უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრებოდა" - ტრამპი
- "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
- 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა