May 17, 2025

ოქტომბერი 17 2022 წაკითხვა 282 ჯერ

გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა სიღარიბეში უკრაინაში ომის და მზარდი ინფლაციის შედეგად. UNICEF-ის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ღარიბი ბავშვების რიცხვი 19%-ით გაიზარდა.

ოქტომბერი 17 2022 წაკითხვა 327 ჯერ

კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში გრძელდება სამაშველო ოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ ნანგრევებში რჩება სულ მცირე 2 ადამიანი.

ოქტომბერი 17 2022 წაკითხვა 304 ჯერ

მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.​ ბორელი ასევე გამოეხმაურა რუსთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

ოქტომბერი 16 2022 წაკითხვა 336 ჯერ

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპითა და რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს, რის გამოც შემცირებულია შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების რუსული მარაგები.

ოქტომბერი 16 2022 წაკითხვა 360 ჯერ

ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ახლახან ჩასულმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში საკუთარი სახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახლება დაიწყეს.

ოქტომბერი 16 2022 წაკითხვა 280 ჯერ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა, რომლებსაც უწყება დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეებად მოიხსენიებს, ბელგოროდის რეგიონში სამხედრო პოლიგონზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

გვერდი 104 სულ 263
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.