September 16, 2025

აგვისტო 14 2025 წაკითხვა 143 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელთანაც ის პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკაში გეგმავს შეხვედრას, საბოლოოდ დათანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას. „მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მუქარამ შესაძლოა როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის მთავრობამ ეს შეხვედრა მოითხოვა“, განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს Fox News radio-სთან ინტერვიუში.

აგვისტო 14 2025 წაკითხვა 144 ჯერ

ევროკავშირი ესპანეთში, მძვინვარე ხანძრებთან ბრძოლაში დასახმარებლად ორ თვითმფრინავს აგზავნის მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პირველად აამოქმედა ევროკავშირის კატასტროფების შედეგად ხანძრების დახმარების მექანიზმი.

აგვისტო 14 2025 წაკითხვა 130 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას მიმართავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთ-ამერიკის სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართება.

აგვისტო 14 2025 წაკითხვა 136 ჯერ

იტალიის კუნძულ ლამპედუზას სიახლოვეს მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.

აგვისტო 14 2025 წაკითხვა 129 ჯერ

ბელგრადში, ნოვი-სადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში შეტაკებები მოხდა ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებსა და პრეზიდენტ ვუჩიჩის მომხრეებს და პოლიციას შორის. ხელისუფლების მონაცემებით, ყველა მხრიდან დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

აგვისტო 14 2025 წაკითხვა 137 ჯერ

თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

გვერდი 10 სულ 350
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.