ახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა
ახალი წლის ღამეს ამსტერდამის ცენტრში ხანძარმა ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია თითქმის მთლიანად გაანადგურა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძარი დაახლოებით 01:00 საათზე ტაძრის კოშკში გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
მედიის ცნობით, ეკლესიის სიახლოვეს მდებარე ათობით საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
მაშველები შენობის ჩამონგრევის საფრთხესაც არ გამორიცხავდნენ, თუმცა დილით უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჩამონგრევის საფრთხე აღარ არსებობს და ეკლესიის კედლები შენარჩუნებულია.
ამასთან, დილის 09:00 საათისთვის მეხანძრეები ცალკეულ კერებს კვლავ აფიქსირებდნენ.
მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებში დღის განმავლობაში დაბრუნდება.
ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივების ცნობით, ეკლესიის კოშკში პიროტექნიკა მოხვდა, რასაც მეხანძრეები ვერ ადასტურებენ.
ეკლესია XIX საუკუნის ბოლოსაა დაპროექტებული და 1977 წლამდე კათოლიკურ ტაძრად ფუნქციონირებდა. ამჟამად მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს და გამოიყენებოდა სპეციალური ღონისძიებებისა და Liberty Church-ის თემის საკვირაო მსახურებების ჩასატარებლად.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
