რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს
რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ღამის სამი საათისთვის ავიადარტყმა იყო ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონზე.
დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დანგრეულია ორი და დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ხარკოვზე საჰაერო შეტევა 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი, ნაწილობრივ დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულება და ხარკოვის ცენტრში მდებარე „სახელმწიფო მრეწველობის სახლი“, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა გამოცხადებული. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენებული ეს შენობა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ პირველ ცათამბჯენად ითვლებოდა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
