ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია. „ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენაა“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. ვალენსიის მერის ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან, რადგან სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. სამხრეთ ესპანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წაიღო ხეები და მანქანები.
სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
