September 17, 2025

ოქტომბერი 01 2024 წაკითხვა 268 ჯერ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი ქარიშხლის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს.

ოქტომბერი 01 2024 წაკითხვა 280 ჯერ

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ბეირუთის სამ რაიონში მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

ოქტომბერი 01 2024 წაკითხვა 303 ჯერ

ნიდერლანდების ექსპრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

ოქტომბერი 01 2024 წაკითხვა 240 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია და შემოდგომაზე მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სექტემბერი 30 2024 წაკითხვა 264 ჯერ

რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სექტემბერი 30 2024 წაკითხვა 304 ჯერ

ლომმა სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა, რადგან მან ვერ შეძლო ვოლიერის საკეტების დამაგრება,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

 

მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია. ის დასაქმებული იყო საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, “ველური ბუნების” პარკში , რომელიც ნიგერიის ყოფილ პრეზიდენტს, ოლუსეგუნ ობასანჯოს ეკუთვნის.

 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომელმა სტუმრების ჯგუფი ლომის კვების რუტინის საყურებლად მიიყვანა.

 

„ზოოპარკის მეთვალყურე, როგორც ჩანს, ცხოველთან თავს კომფორტულად გრძნობდა, უსაფრთხოების დაცვის ჭიშკარი ღია დატოვა და ცხოველის გამოკვებას შეუდგა. სწორედ ამ დროს, ცხოველი თავს დაესხა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა”,- აცხადებენ ზოოპარკის წარმომადგენლები.

 

ადგილობრივი პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ ლომმა მამაკაცს კისერზე სერიოზული სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. იმისათვის, რომ ლომის თავდასხმა შეეჩერებინათ, იარაღიდან ესროლეს და მოკლეს.

გვერდი 63 სულ 350
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.