"არ მომწონს, რაც უკრაინაში ხდება, რუსები გიჟებივით ბომბავენ"- ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, კერძოდ კი რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმებით უკრაინულ ქალაქებზე.
ამასთან დაკავშირებით ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ილაპარაკა.
"მე არ მომწონს სიტუაცია დაბომბვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, ისინი [რუსები] გიჟებივით ბომბავენ [უკრაინას] ამ წამს" - თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მან "არ იცის იქ რა ხდება, მაგრამ სიტუაცია ძალიან ცუდია".
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტის შესაძლო მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან აწარმოებს.
"და ჩვენ თითქოს ვუახლოვდებით მშვიდობიან დარეგულირებას, მაგრამ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმ დაბომბვებით, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს საშინელებაა" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
