მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში და ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.
რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ნარგეს მოჰამადის, ირანის სასამართლომ თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მოსტაფა ნილიმ განაცხადა.
უკრაინა ჩვენი მტერია,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰეიში გამართულ „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე” განაცხადა.
