,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს და ევროკავშირი არ მოსწონს.
კალასის თქმით, აშშ-ის მიდგომა ევროკავშირის მიმართ ჰგავს იმ ტაქტიკას, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, რომ გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ“, – თქვა კალასმა.
მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებმა ტრამპთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებას არ უნდა ეცადონ.
,,ამის ნაცვლად, მათ ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან ერთად ყოფნის შემთხვევაში ჩვენ თანაბარი ძალები ვართ“, – აცხადებს ის.
აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები მან აღწერა, როგორც „ძალიან რთული“.
„თუ თქვენ გაეცნობით [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, ვფიქრობ, არავითარი ილუზიის შექმნა არ დაგჭირდებათ“, – თქვა კალასმა.
თავდაცვის საკითხზე კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ამერიკისგან სამხედრო ტექნიკის შეძენა კვლავ სჭირდება, რადგან ევროპას საჭირო რესურსები და შესაძლებლობები ჯერ არ აქვს. მანვე დაამატა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიაშიც მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
