"ნურავინ იღელვებს, ჩვენ განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, კულტურული ფასეულობის შენახვას"
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 1934 წელს დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, როდესაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა.
„ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერდოღანმა.
მისი თქმით, აია-სოფია მეჩეთად გადაიქცა არა ტაძრიდან, არამედ მუზეუმიდან.
„ფათიხის დროს ის მიღებული იყო დანგრეული სახით, შემდეგ კი ჩვენ გადავაქციეთ განძად. საუკუნეების განმავლობაში მას უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ატარებს ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციას.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან - პირიქით, გვაქვს პატივისცემა. ჩვენ 4-5-ჯერ მეტი საკულტო ნაგებობა გვაქვს არამუსლიმთათვის, ვიდრე ევროპაში მუსლიმებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
