ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი
თურქეთის პრეზიდენტმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"სომხეთმა, რომელიც ივლისში თავს დაესხა აზერბაიჯანს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩვენ, რეგიონში კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას ვუჭერთ მხარს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის. მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გაერო-სა და ეუთო-ს რეზოლუციების პატივისცემის გათვალისწინებით," - განცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ვრცლად ისაუბრა პანდემიასა და რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, მათ შორის სირიის კონფლიქტზე და ტერორიზმის საფრთხეებზეც.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
