"აშშ-ში, ე.წ. დემოკრატიის აკვანში მომხდარმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო"
აშშ-ში, ე.წ. დემოკრატიის აკვანში მომხდარმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენისთვის პრეზიდენტობის გადაცემა ისევე მშვიდად მოხდება, როგორც ეს თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
6 იანვარს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
