"ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"

ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს დავიტოვებდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, ნავთობს დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას კი სურს, რომ ისინი „კმაყოფილები“ იყვნენ.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა სამშაბათია.

„ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ ისინი იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ. ირანში რეჟიმის სრული ცვლილება განხორციელდა. ახლა იქ მყოფი ადამიანები გაცილებით გონიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც პირველი და მეორე ფაზის დროს იყვნენ. ისინი, ვისთანაც ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გაცილებით გონიერი ადამიანები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 84 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.