საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ საშუალო ტაფა. წვრილად დაჭრილი ბეკონი 3–4 წუთით წვით. დააწდეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
დიდ თასში კარტოფილის პიურე, კვერცხის გული, დაჭრილი ხახვი, ბეკონი და ¼ ჭიქა ფქვილი აურიეთ. მიღებული ნაზავისაგან გააკეთეთ 20 ბურთულა. 1 სმ ზომის კუბიკებად დაჭრილი ყველი თითოეული ბურთულის ცენტრში მოათავსეთ და პიურეს ნაზავი გარედან შემოაკარით.
დარჩენილი ფქვილი თეფშზე მოათავსეთ. მეორე თეფშზე დაყარეთ ორცხობილას საფანელი. თასში ათქვიფეთ კვერცხი და რძე. კროკეტები ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხის ნაზავში, ბოლოს კი საფანელში.