სრულყოფილად გამომცხვარი კარტოფილი
ინგრედიენტები
მომზადების წესი:
ახალი კარტოფილის შემთხვევაში საკმარისია კარგად გარეცხოთ, ძველი კი აუცილებლად უნდა გათალოთ კიდეც. დაასხით წყალი და მოხარშეთ მაღალ ცეცხლზე (ადუღებიდან 7-8 წთ). შემდეგ გადაუწურეთ წყალი, ხელსახოცით შეამშრალეთ კარტოფილი და გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი.
საცხობი ლანგარი დაფარეთ ფოლგით და მოასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი (სურვილის შესაბამიად შეიძლება მცენარეული ზეთი). კარგად ამოავლეთ მასში კარტოფილი და დაალაგეთ ისინი ერთრიგად. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი.
ამასობაში მოამზადეთ არომატული სანელებლების საკმაზი: აიღეთ გამხმარი ან ნედლი როზმარინი, რეჰანი და სხვა მწვანილები თქვენი სურვილის მიხედვით. მოასხით 1 ს/კ ძმარი და დარჩენილი 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. აურიეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ნივრის კბილები (ნიორს ქერქს არ ვაცლით).
30 წუთის გასვლის შემდეგ გამოიღეთ კარტოფილი და საჭყლეტით ოდნავ დააწექით თითოეულს. შემდეგ მოასხით მომზადებული სანელებლების საკმაზი და ისევ შედგით ღუმელში 20-25 წუთი.
ღუმელიდან გამოიღებთ კარტოფილს მშვენიერი არომატითა და ოქროსფერი კანით. გემრიელად მიირთვით!
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
