„დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას - ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რომში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი New York Times-ს აკრიტიკებს სტატიის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.