იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან – ინფორმაცია პატიმრის ადვოკატებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაავრცელეს.
"ვგმობთ ძალადობას", "უარი შერჩევით სამართალს", - ამ მოწოდებებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომელთაც წყალტუბოში დაესხნენ თავს, სოლიდარობა ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა გამოუცხადეს.
სტიქია გარდაბნის რაიონში - ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო, სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.
აქცია ახალდაბის ქუჩაზე - ადგილობრივები გურამიშვილის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსისთვის, წყლის მილების გაყვანის სამუშაოებს აპროტესტებენ.
ესპანეთში, 5 წლის ქართველი გოგონა ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ოჯახი რუსთავიდან ბარსელონაში სამ შვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული.
ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ,- ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.