"უარი შერჩევით სამართალს" - ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა
"ვგმობთ ძალადობას", "უარი შერჩევით სამართალს", - ამ მოწოდებებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომელთაც წყალტუბოში დაესხნენ თავს, სოლიდარობა ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს. მათივე თქმით, ჟურნალისტები ხალხის სამსახურში არიან და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია.
"უარს ვეუბნებით შერჩევით სამართალს. ვმართავთ სოლიდარობის აქციას. ეს არის დაუშვებელი, რომ მსგავს მუხლზე პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი თავდასხმა კვლავ განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ გირაო პატიმრობით უნდა ჩანაცვლდეს,"- განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.
შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი წყალტუბოში, ზემო მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ოჯახში მივიდნენ.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. მოგვიანებით, ისინი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
