“სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი
„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, ქალების დაპატიმრება. ეს იყო ის, რამაც მე პირადად მათქმევინა, რომ საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს, თორემ იმის იქით წმინდა არაფერი არსებობდა“-ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის განცხადება პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს მოჰყვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მესტიაში, საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანის დაპატიმრების თემას შეეხო.
„ქალბატონი ნელი ნავერიანი, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, სვანებმა არ გაატანეს და ვერ აკავებდნენ. ამიტომ გამოიგზავნა ვერტმფრენი და დასვეს იქ, სადაც იყო და ასწიეს ჰაერში, პატიმარი წაიყვანეს. სვანეთს ქალი მოსტაცეს, ასე ვთქვათ. ეს არის ყველა იმ ღირებულების უხეში ხელყოფა, რაზეც დგას ქართველი კაცის ღირსება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი თუ დანაშაულს ჩაიდენს ის არ დააკავო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ქალთა დაწესებულება, მაგრამ როდესაც პატივსაცემი ქალი, იცი, რომ არის ქალობის ავტორიტეტი თავის რეგიონში, აქვს ღირსება, არაფერი დაუშავებია, კაცები დგანან და არ გატანენ და შენ მას ვერტმფრენით მოიტაცებ, ჩააგდებ ციხეში და მერე მის უფლებებს შელახავ, ამით უკვე ქართველი ერის ის ყველაფერი შეურაცხყვეს, რაზეც ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ქართული ღირებულებები და მთა დგას“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისათვის
- გერმანიაში, მამაკაცს, რომელიც გასულ წელს ფესტივალზე დანით თავს დაესხა მოქალაქეებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი