საქართველოში გამოვლენილი Сovid 19-ის დადებითობის მაჩვენებელი 10.73%-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა მიცემულ რეკომენდაციებს მინიმალურად ასრულებს, რაც პანდემიის გაძლიერების საფუძველი ხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, COVID-19-ის დელტა პლუს ვარიანტი, აჩვენებს რისკს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო გადამდები იყოს.
საქართველოში 23 ოქტომბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 943 743 აცრა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინიფიცირების შემდეგ ე.წ გრძელი კოვიდის რისკი არსებობს, რომელიც, მისივე შეფასებით, ვერაგია და შესაძლოა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მთელი ცხოვრების მანძილზე დაუტოვოს.
