Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 194-მა ადამიანმა გაიკეთა.
თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერვაძის პროგნოზით, ინფიცირების არსებული ტემპიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს.
„სავალდებულო“ არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 301 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%.
თუ ქვეყანამ აცრის მოცვის მაჩვენებელი ვერ ასწია, ყოველ ორ თვეში ამ ტიპის და უფრო მძაფრი ტალღები იქნება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
