მოსახლეობა კატეგორიულად უარს ამბობს ვაქცინაციაზე - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა მიცემულ რეკომენდაციებს მინიმალურად ასრულებს, რაც პანდემიის გაძლიერების საფუძველი ხდება.
Covid19-ით ინფიცირების შემთხვევები იმატებს, რაც ხალხმრავალ შეკრებებს, ქორწილებს და პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდება.
"დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 000 აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა.
არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. ასევე, უარს ამბობს პირბადის ტარებაზე. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები.
ვიყოთ რეალისტები და შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია ვაქცინაციით და პირდბადის ტარებით", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
