ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი შეიყვანეს
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
„24 საათის განმავლობაში მივიღეთ რვა კოვიდდადებითი პაციენტი, გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის,ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ხოლო 103-მა ვირუსი დაამარცხა.
სიახლეები
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს