ომიდან მეხუთე დღე - ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უკრაინაში დაწყებული ომიდან მე-5 დღეა, დღევანდელ აქციას ბაიკერებიც შემოუერთდნენ.
"დღეს, უკვე მეხუთე დღეა, რაც ქუთაისელები გამოვხატავთ პროტესტს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან ძნელია უკრაინისთვის ის, რაც მათ თავს ხდება. ძნელია უყურო ამ ყველაფერს გულხელდაკრეფილი. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და ასე გამოვხატავთ უკრაინისადმი სოლიდარობას,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნანა ჯანაძემ.

"ახლა არის ორი არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას. იმაზე მეტად კონსოლიდირებულია ქართული საზოგადოება, ვიდრე ეს ადრე იყო. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ მოძმე ერს,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში სამოქალაო აქტივისტმა გიორგი გველესიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ქვეყანაში რუსეთის მიერ დღემდე იბომბება სხვადასხვა ქალაქი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
