ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.
როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დირექტორის თქმით,სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება და სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.
სიახლეები
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს