ოკუპირებულ აფხაზეთში დამსვენებლებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დამსვენებლებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, დაინფიცირებული მკურნალობის მიზნით, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, 7 აგვისტოს გაგრაში ნათესავებთან ჩავიდა. ყველა მათგანი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ დღეს ვირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი