August 15, 2025

15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის – უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის

15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის –  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს,  სახელმწიფო მიაწვდის.

ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პლატფორმა მოსახერხებელია.

 

„მომზადდა, საკმაოდ, მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა, ვინც უპირატესობას მიანიჭებს, უშუალოდ, ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია, ასევე, გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

„ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე, „ონლაინ“, ვებგვერდზე – www.ost.moh.gov.ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

 

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

 

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგვიანებით განაცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, პრაქტიკულად, იძულებულნი ვიქნებით, თავიდან, ინდივიდუალურად მოხდეს პაციენტის შეფასება და შესაბამისად, ამ გზით დაგეგმვა მკურნალობის კურსის. ეს გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც სურვილი აქვს მკურნალობის გაგრძელების, დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადაში, ანუ 4 აგვისტოდან – 11 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წაკითხვა 68 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 14 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.