იანვარი 05 2021

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.


იანვარი 05 2021

არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც ახ. წ. დაახლოებით 29 წელს სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი — მქადაგებელი, რომელიც იესოს მოსვლას წინასწარმეტყველებდა.


იანვარი 05 2021

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.


იანვარი 05 2021

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.


იანვარი 05 2021

ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან - რეალურ სურათს შემდეგი დღეები გვაჩვენებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.


იანვარი 05 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება.


იანვარი 05 2021

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


იანვარი 05 2021

საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.


იანვარი 05 2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა.


იანვარი 05 2021

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში, ზემო-ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში, ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


გვერდი 953 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.