მსოფლიო ლიდერები აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმეს. ლიდერებმა განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. „სიენენის“ ინფორმაციით, კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნები მოუგო.
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათები მიიღო.
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განაცხადეს, კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 12 დეკემბერს მოათავსეს, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
