"არასდროს დაისახო ცხოვრების მიზნად სხვისი ცოდვების განკითხვა და გამოძიება, ამაზე დიდი პროვინციალიზმი წარმოუდგენელია"
მამა პერტე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რაც მიკეთებია, ყველაფერი შეუძლებელი მეგონა. სხვებიც სულ ამას მეუბნებოდნენ, ილუზიაა, მოეშვი, არაფერი გამოვა, დაივიწყეო... მხოლოდ ყურებით ვისმენდი, გონებით კი უფრო მეტად მქონდა გადაწყვეტილი, აუცილებლად მეშრომა, მესწავლა, ღამეები მეთია კითხვაში და საკუთარი თავი მეპოვნა.
ამ ყველაფრის უკან უამრავი გაყინული, მშიერი, უბინაო დღე დგას. ბევრი ღალატი, ტკივილი და შეურაცხყოფა... დამცირება და ცილისწამება...
არასდროს დავნებდი. სულ ვმოძრაობდი, სულ ძიებაში ვიყავი... ეს პროცესი მთელი ცხოვრება გაგრძელდება...
საკუთარი თავის გაზრდა, განვითარება არასდროს მთავრდება...
არასდროს დაისახო ცხოვრების მიზნად სხვისი ცოდვების განკითხვავდა გამოძიება. ამაზე დიდი პროვინციალიზმი წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად ეს გიშლის ხელს საკუთარი თავის რეალიზებაში.
ბევრ რამეში ძალიან დაგამძიმებს. სჯობს წინ გაიხედო... ის გზა ღირსეულად გაიარო, რაც გასავლელი გაქვს!..
ყოველთვის საკუთარ გულისცემას მივყვებოდი. ვუსმენდი მათ, ვინც მიმტკიცებდა, არაფერი გამოგივა, მაგრამ არასდროს ვუჯერებდი...
მერე რაღაც ეტაპი რომ გავიარე, მივხდი, როგორი მარტივი ყოფილა...
შენც იცოდე, მართლა მარტივია, რაც გერთულება... ზოგჯერ, ჩვენ ვართულებთ, უბრალოდ!"- წერს პეტრე კოლხი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
