"დავით გარეჯის თემაზე ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია - “კოდორი გაყიდა”, “შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”
"თუ ამოცანაა წინა ხელისუფლების დადანაშაულება სახელმწიფო ინტერესების გაყიდვაში, ვფიქრობ, დავით გარეჯის თემაზე ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია - “კოდორი გაყიდა”, “შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”, “ენგურჰესი რაოს მიყიდა მემორანდუმით” და ა.შ. - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რატომ მაინცდამაინც გარეჯი, სადაც გაყიდვის ფაქტი ჯერაც არ შემდგარა, რადგან საზღვარი დადგენილი არ არის?
პასუხი მარტივია და სამიზნე არა წინა ხელისუფლება, არამედ მასობრივ ცნობიერებაზე მორიგი ძალადობაა -
თუ დანაშაულებრივად გაყიდე, ე.ი. ვიღაცამ დანაშაულებრივად იყიდა, ანუ ოკუპირება მოახდინა.
ასე უნდა ვიღაცას გზავნილის “რუსეთი ოკუპანტია”, “აზერბაიჯანი ოკუპანტია”-თი ჩანაცვლება...
რუსეთი კი დაგვიბრუნებს, აგერ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - რუქები მოგვცა..." - წერს ხუხაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
