რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე, ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართვაშია ნათქვამი.
რუსული „იზვესტია“ (Известия) სათაურით „შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკების დროს ფარული შეთანხმება მოხდა“ ბეჭდავს ინტერვიუს პოლიტოლოგ ალექსანდრე რართან, რომელშიც ექსპერტი ამბობს, რომ ამერიკას არ შეუძლია ღიად განაცხადოს საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოში მიღების აკრძალვა, მაგრამ ამის სანაცვლოდ არა არის გამორიცხული, რომ აშშ-მა რიგ საკითხებში უკან დაიხია და ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.
დღესდღეობით წვნიანი ჩვენთვის ძველმოდურ საჭმელთან ასოცირდება. ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას გვთავაზობს „soup: A Global History”- ის ავტორი - ჯანეტ კლარკსონი, რომლის აზრითაც, წვნიანი ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ ცნობილი კერძია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი, ყველაზე უარესი ის მდგომარეობაა (ანუ ბოიკოტი), რომელშიც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნესის სექტორისთვის სავალდებულო ტესტირების უფასოობის პროგრამა 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა. გაბუნიას განცხადებით, იანვრის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ტესტირების ჩასანაცვლებელ მოდელზე იმსჯელებს.
ქვეყანაში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?"- მიმართა ე.წ.ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს.
ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა.
13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სისტემა მზადა არის, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის კორონავირუსის ახალი შტამის