August 18, 2025

თებერვალი 25 2022

როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.


თებერვალი 25 2022

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?- ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.


თებერვალი 25 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.


თებერვალი 25 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიევში ჩასვლას არ აპირებს.


თებერვალი 25 2022

უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.


თებერვალი 25 2022

მე მინდა ერთი ვთქვა დასკვნის სახით ჩემს გამოსვლაში, 2 დღის წინაც ვთქვი, როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი - მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


თებერვალი 25 2022

დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება, - ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი „ტვიტერზე“ წერს.

ტეგები:

თებერვალი 25 2022

დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.


თებერვალი 25 2022

დღეს, 25 თებერვალს 101 წელი შესრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან.


თებერვალი 25 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 583 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%.


გვერდი 619 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.