საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8607 ლარი ეღირება, ევრო – 2.8584 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3476 ლარი.
შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ და არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“.
მტერმა სლავიანსკის მიმართულებით ტანკებით, არტილერიისა და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა კურულკას, ბრაჟკოვკას, ბოგოროდიჩნის, კრასნოპოლიესა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიები, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
