სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელ ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს. ჩვენი საუკონოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები ოდითგან გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ერთიანობას ,ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.