„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის აფეთქებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის, HMPV შემთხვევები დაფიქსირდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.
გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.
წინასწარი მონაცემებით, 53 ადამიანი დაიღუპა და 62 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში დღეს, 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს ჩინეთის მედია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
როთისა და ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე, იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში ჩარევით დემოკრატიის, სუვერენიტეტის იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8185 ლარი ეღირება, ევრო – 2.9152 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5164 ლარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 იანვარს თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს – +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ პია კაუმა რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისას, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებას: „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“.
უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.