"ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ციხეში უნდა იყოს.
ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 6 იანვრის საქმეზე გამოძიება მტკიცებულებებსა და იურიდიული სიზუსტეებს იყო მოკლებული.
„ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. არაკეთილსინდისიერი და წარუმატებელი. უშნო ადამიანი როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მე ის მწარედ დავამარცხე და მიყვარს მისი ფართხალის ყურება“, – წერს ტრამპი.
ტრამპის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ტრამპის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იყო CNN-ის ინტერვიუს ამონარიდები, რომელიც მიუთითებდა ტრამპის მონაწილეობაზე სავარაუდო შეთქმულებაში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
