სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რომელთაგან უმრავლესობა მოწამვლასთან არის კავშირში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 018.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 037.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (31.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 11 981.1 მლნ. აშშ დოლარს (32.4 პროცენტით მეტია).
19 დეკემბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა და +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
უკეთესი იქნება, თუ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, საპარლამენტო მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალური საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.
ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
