საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია. ექიმები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
“მხარეები ომში გადამწყვეტი ეტაპისთვის ემზადებიან - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ათი თვის თავზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში თავის ისტორიულ ვიზიტს იწყებს.
გლობალური „ომის პარტიის“ რიგითი აგენტის გადასარჩენად ამერიკული სპეცოპერაცია კულმინაციას აღწევს. მასში ჩართული არიან ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილს თვეების განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას, მაგრამ მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა და ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით სწრაფად ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნახვა საშინელება იყო. გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რამდენად გაუარესებულია მისი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
24 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიების გამო, 23-24 დეკემბერს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამა პეტრე (კოლხი) წერს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
