"რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის კოლონია გახდეს" - ოლექსი დანილოვი
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის "კოლონია" გახდეს და ეს სიტუაცია, შეიძლება, ძალიან საშიში იყოს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ 2023 წელი ადვილი იქნება, რომ რუსებისთვის ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი კარგად იქნება, მე არ ვიზიარებ ამ თვალსაზრისს. ფაქტია, რომ რუსებს შეიძლება მფლობელები გამოუჩნდეს. დღეს ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა თანდათან ხელში იგდებს რუსეთს, რადგან იქ თავისი ინტერესები აქვს და ეს არის ძალიან, ძალიან საშიში ტენდენცია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვისაც“, - აღნიშნა დანილოვმა.
კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის ჩინეთს, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა უპასუხა: „ვგულისხმობ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს. მათ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს“.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
