იანვარი 24 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6499 ლარი ეღირება, ევრო – 2.8789 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2641 ლარი.


იანვარი 24 2023

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00 საათიდან 26 იანვრის 06:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


იანვარი 24 2023

რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება და ძალას იკრებს, არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან შეხვედრისას განაცხადა.


იანვარი 24 2023

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.


იანვარი 24 2023

ქვეყნის მასშტაბით 20 ახალი საბავშვო ბაღი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.


იანვარი 23 2023

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა.


იანვარი 23 2023

ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


იანვარი 23 2023

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია, თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთში და როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, საჭიროა პოზიციების დაცვა.


იანვარი 23 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6504 ლარი ეღირება, ევრო – 2.8889 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2801 ლარი.


იანვარი 23 2023

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს.


გვერდი 473 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.