პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს საქართველოს დატოვება მოუწია, რადგან „სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაჭერას უპირებდნენ“.
პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ის ქართველად და მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, არ დაურთოს ვეტოს მოტივირებული შენიშვნები.
აქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი, მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა - ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერება, ან გაწვევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
21 მაისამდე საქართველოში შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის] მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული გვტკივა და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.