სექტემბერი 27 2024

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 11,9 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.


სექტემბერი 26 2024

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია წარადგინა.


სექტემბერი 26 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7285 ლარი ეღირება, ევრო – 3.0428 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6491 ლარი.



სექტემბერი 26 2024

ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


სექტემბერი 26 2024

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.


სექტემბერი 25 2024

მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ - მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


სექტემბერი 25 2024

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7269 ლარი გახდა.


სექტემბერი 25 2024

ქუთაისი XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ მასპინძლობს. სიმპოზიუმის თემაა „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“.


სექტემბერი 23 2024

“რუსეთში საგრძნობად გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გამოყვანასა ომის დასრულებას და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნების მიღწევის გარეშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სერიოზული გამოწვევაა მოსკოვისათვის.


გვერდი 150 სულ 1365
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.