იმერეთში, მიმდინარე წლის ბოლოს 65 უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ სახლში იცხოვრებს
იმერეთის მასშტაბით, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე 10 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს.
„იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის, მერმა დავით ბახტაძემ ოთხ ოჯახს სახლის გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
სახელმწიფოს გვერდით დგომით, აღნიშნული ოჯახები კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ. მანამდე ისინი ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა სამტრედიის გარდა, თერჯოლას, წყალტუბოს, ბაღდათსა და ზესტაფონს აქვს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
