მარტი 31 2020

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. 


მარტი 31 2020

საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 418 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.


მარტი 31 2020

რუსულ გაზეთ «Независимая газета»-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია // აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“, რომელშიც აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებული ქალის ზუგდიდში გადმოყვანის ფაქტს ეხება.


მარტი 31 2020

დღეიდან აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


მარტი 31 2020

თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში „ეროვნული სოლიდარობის კამპანია“ დააფუძნა და შემოწირულობის სახით საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


მარტი 31 2020

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.



მარტი 30 2020

“აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კორონავირუსუს საფრთხის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე გადმოვიდა.


მარტი 30 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.


მარტი 30 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.


გვერდი 1203 სულ 1373
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.