აპრილი 24 2020

ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია, ბევრი სიცოცხლის დაკარგვა და ახლა მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.


აპრილი 24 2020

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC Russian») გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური მასალა სათაურით „სიამაყეს ვერ გადავაბიჯებთ“: როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“ (ავტორები - ოლღა ივშინა და ნინა ახმეტელი).


აპრილი 24 2020

„საქართველოს ექს-პრეზიდენტს ერთი ნაბიჯიღა რჩება არამხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე“, - წერს რუსული გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») სტატიაში სათაურით „გადაგვარების ეპოქის დიდი მოღვაწე მიხეილ სააკაშვილი მუშაობას უკრაინის მთავრობაში იწყებს“, რომელშიც მისი პოლიტიკური ბიოგრაფია და კარიერაა განხილული.


აპრილი 24 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა.


აპრილი 23 2020

ამერიკული გამოცემა „The Washington Times“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა და ვიცე პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.


აპრილი 23 2020

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის თქვენი სუსტი მხარე და რაზე ხართ ყველაზე მეტად დამოკიდებული, ამას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაარკვევთ...


აპრილი 23 2020

რა ვადით ჩაიკეტოს სოფელი ღვანკითი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს”, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ურნალისტებთან საუბარში.


აპრილი 23 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა.


აპრილი 22 2020

თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ; მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე უნდა იმსჯელონ.


აპრილი 22 2020

გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
გამარჯობა. ერთი კვირის წინ ცხელ ხაზზე დაგირეკეთ და გაცნობეთ, რომ ქუთაისში სახლში მარტოა დარჩენილი 97 წლის გოგი კუპატაძე. გადაადგილების გამო ვერ ვახერხებთ მასთან მისვლას. სამი შვილიდან ორი გარდაცვილი ჰყავს და მესამე შვილი (67 წლის პენსიონერი) და შვილიშვილები ვერ ახერხებენ ყურადღების მიქცევას სხვა ქალაქში ყოფნის გამო და რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ გადაადგილება შეზღუდულია და ქალაქები ჩაკეტილი. აღდგომამ ისე ჩაიარა, რომ ერთი კვერცხისა და ხატისპურის მიტანა ვერ მოახერხეთ მასთან. ძალიან საწყენია," - წერს ის.


გვერდი 1191 სულ 1373
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.