ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11-12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი.
თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა დღეიდან, 11 მაისიდან მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 621 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა არის მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბერლინის სიმბოლოზე, ბრანდენბურგის კარიბჭეზე სიტყვა „მადლობა“ ოთხ – გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე აინთო.
იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა.
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
ჩვენ ელჩს უკრაინიდან რა თქმა უნდა, გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ მათთან ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებასთან დაკავშირებით.
