February 9, 2026

ოქტომბერი 31 2020

გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერ პოზიციაზეა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 41 %-ით.


ოქტომბერი 31 2020

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება.


ოქტომბერი 31 2020

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს.


ოქტომბერი 31 2020

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია.


ოქტომბერი 31 2020

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა.


ოქტომბერი 31 2020

რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხის მიცემის შემდეგ განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე მისცა.


ოქტომბერი 31 2020

შეუძლებელია, დილის 8-ის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


გვერდი 1039 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.